ოსიმენი საკაცით გაიყვანეს - ცნობილია როდის დაუბრუნდება "ნაპოლის"

AutoSharing Option
აფრიკის თასის მეოთხედფინალში ანგოლასთნ მოგებულ მატჩში (1:0) ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის გოლი თამაშგარეს გამო გააუქმეს და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

თუმცა, ოსიმენის დაზიანება უმნიშვნელო გამოდგა, თამაში მალევე გააგრძელა და 90+5-ე წუთზე შეცვალეს.

ნიგერია 7 თებერვალს ნახევარფინალში კაბო ვერდესა დ სამხრეთ აფრიკას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, თუ გაიმარჯვა, 11 თებერვალს ფინალში ითამაშებს, თუ არადა 10 თებერვალს მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ასე რომ, ოსიმენი ნეაპოლში 14 ან 15 თებერვალს დაბრუნდება, იქამდე "ვერონასთან" და "მილანთან" ვერ დაეხმარება თავის კლუბს და სავარაუდოდ, 17 თებერვალს "ჯენოასთან"
ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გაუჭირდებათ გუნდებს ოსიმენის გადაყვანა, ის მუდმივად ყველა სეზონში ტრამვიანობით გამოირჩევა...
ლაშა
17:18 03-02-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული