"ნაპოლი" სუპერლიგაში გაწევრიანდა, ინგლისური კლუბები საერთოდ არ მანაღვლებს" - რას აცხადებს ჟოან ლაპორტა?

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან იმ კლუბების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც ახალ ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.

"დათანხმდებიან თუ არა ინგლისური კლუბები სუპერლიგაში მონაწილეობას? - საერთოდ არ მანაღვლებს. "ბარსელონასა" და "რეალის" გარდა, ჩვენს ლიგაში "ინტერი", "მილანი", "ნაპოლი" და "რომაც" გაწევრიანდნენ. ასევე ჰოლანდიური კლუბები - "აიაქსი", პსვ და "ფეიენოორდი", - განაცხადა ლაპორტამ კატალონიურ გამოცემა Rac1-თან ინტერვიუში.

კლუბები, რომლებმაც სუპერლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს:

"ბარსელონა", მადრიდის "რეალი", "ინტერი", "მილანი", "ნაპოლი", "რომა", "მარსელი", "სპორტინგი", "ბენფიკა", "პორტო", "აიაქსი", "ფეიენოორდი", პსვ, "ბრიუგე", "ანდერლეხტი".

alt

რაიკაარდის მეორედ დაბრუნება? - ლაპორტას ნიდერლანდელთან თანამშრომლობა სურს

altლაპორტას "ბარსელონას" მწვრთნელად ფლიკის დანიშვნა სურს

altცივი ომი ლაპორტასა და პერესს შორის - ბარსას პრეზიდენტი რეალის ბოსზე განაწყენებულია

მკითხველის კომენტარები / 25 /
მაშინ ტორპედოც უნდა მიიღოთ, დინამო გვავს დამარცხებული.
სა–მართალი
17:03 04-02-2024
0
მარსელი,სპორტინგი,პსვ,ბრიუგე,ანდერლეხტი... ამათ შეუერთდება ფენერბახჩე,სივასპორი,შტურმი,გორის დილა და წავიდააა.სუპერლიგას ქმნიან თუ ჩ.ლ.-ს სახელის გაგონება აღარ უნდათ.მართლა სუპერ ლიგას თუ აკეთებენ გუნდებიც შესაბამისი უნდა იყოს
გელა
08:57 04-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული