ხავი: უსინათლო ადამიანმაც იცის, რომ "რეალს" მსაჯები ეხმარებიან

AutoSharing Option
დღეს, 3 თებერვალს, ლა ლიგის 23-ე ტურში "ბარსელონა" "ალავესს" ესტუმრება. "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"როდესაც მიზანს ვერ მიაღწევ, უნდა წახვიდე. პირველი სეზონი შესანიშნავი იყო, მეორე წელიც ბრწყინვალე გამოვიდა, თუმცა მესამე სეზონი ჩავაგდეთ. რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება.

ლაპორტა მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ "რეალის" თამაშზე მსაჯები დიდ გავლენას ახდენდნენ. უსინათლო ადამიანიც კი ხვდება, რომ მათ არბიტრები ეხმარებიან. ამაზე სიმეონემაც ისაუბრა, თუმცა მედია ხმას არ იღებს", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, "ალავესისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება
თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

alt"როდესაც ეს ვთქვი, გამანადგურეს" - ხავი "ბარსელონას" ქომაგებზე გაბრაზებულია

altხავი: ჩემს ოჯახს საკმარისად ატკინეს, ეს დასასრულია

altხავი: ახლა "ბარსელონას" 6 ქულით მეტი უნდა ჰქონდეს

მკითხველის კომენტარები / 14 /
პესეჟესთან მაჩი დაგავიწყდათ არაკაცო მსაჯმა რომ მოგაგებინათ და იმ მსაჯს 6 თვიანი დისკვალიფიკაცია რომ მიცეს
ლევანი
05 თებერვალი 2024 10:52
0
ესპანელი რო ამას იძახის
Jnj
03 თებერვალი 2024 22:18
1
ამას იძახის ადამიანი რომელმაც სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის წინააღმდეგ იმ მართლაც სამარცხვინო თამაშში მიიღო მონაწილეობა (იუთუბი მაინც არ არსებობდეს)
მეგრელი
03 თებერვალი 2024 18:13
6
და ამას ბარსელონას მწვრთნელი ამბობს!
უშანგი
03 თებერვალი 2024 16:23
8
შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, რომლებიც ისევე გულშემატკივრობენ თავის საყვარელ გუნდს, როგორც შენ-შენსას და რის გამო?
პელე (აი მესმის ამბიცია :D :D) -ს
04 თებერვალი 2024 17:34
11
რამხელა ცინიზმია
მეგრელი
03 თებერვალი 2024 18:13
5
ყველა გამოხმაურება
მსაჯრიდის რეალი
მართალია ეს კაცი
03 თებერვალი 2024 16:13
48
მაგრა ვხალისობ თქვენს საცოდაობას რო ვუყურებ :):):)
zura
03 თებერვალი 2024 17:23
5
ლენჩოია! რეალს მსაჯები ეხმარებიან თუ ჭიჭიკია, არ ჯობია შენს დაბეჩავებულ ბარსას მიხედო? როგორც მწვრთნელი ნაღდად რეგრესი გაქვს და სხვას ნუ აბრალებ, აღარ არის ბარსა ის ბარსა, რაც იყო და რომელიც გვიყვარდა! ფაფუ მორჩა ზღაპარი!
დროზე წადიიი.
03 თებერვალი 2024 16:06
4
შეგახსენებ ბარსას წინააღდეგაა საქმე აღძრული მსაჯების მოსყდვის საკითხზე და ზოგ საკითხში უკვე დადასტურდა ამიტომ სჯობს თავის საცოდავ გუნდს მიხედოს
პელე-s
03 თებერვალი 2024 18:36
2
17 წელი ესპანეთის სამსაჯო კომიტეტის ვიცე პრეზიდენტს(ვინც ნიშნავდა მსაჯებს თამაშზე) უხდიდა ბარსელონა, ლაპორტამ რო დაიწყო ყველა პრეზიდენტმა გააგრძელა სასამართლოში აქვთ საქმე და მაგას რო იძახის არ ცხვენია? :D :D
ზაზა
03 თებერვალი 2024 15:02
9
ღმერთო ჩემო, რა პოლიტკორექტულია!
ვვვ
03 თებერვალი 2024 14:59
2
ტირილით გუნდს ვერ ააშნებე ჩავიკო, მაგიტომ ხარ ახლა გაგდებენ და შენი გუნდი ოსასუნას დონეზეა, ამაზე უფრო გაქვს სატირალი ვიდრე სხვა რამეზე
ნიკა
03 თებერვალი 2024 14:08
5

სიახლეები პოპულარული