ფაბრიციო რომანო: ლინგარდი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
ჯესი ლინგარდი შესაძლოა, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ვიხილოთ, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "სეულში" გადასვლით თავად ინგლისელია დაინტერესებული და სამხრეთ კორეაში მიემგზავრება, რათა კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.

შეგახსენებთ, ლინგარდი ამჟამად თავისუფალი აგენტია. სხვადასხვა დროს კი "მანჩესტერ იუნაიტედის", "ბრაიტონის", "დერბის" "ვესთ ჰემისა" და "ნოტინგემ ფორესტის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული