ზაფხულში "ბარსელონას" მთავარი სამიზნე "ჟირონას" ნახევარმცველი იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჟირონას" ნახევარმცველის, ალეიშ გარსიას დამატებას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორის, დეკუს ნომერ პირველი სამიზნე იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, გარსიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაა მითითებული, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" ამ ფასის შემცირება სურს და "ჟირონასთან" მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

მიმდინარე სეზონში გარსიამ ლა ლიგაში 22 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაცოდავებული და დაბეჩავებული ბარსა, ვის აღარ მიედ-მოედება? რა ვარსკვლავები თამაშობდნენ და ეხლა? ყურებაც აღარ ღირს!
ეეეჰ?
17:34 10-02-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული