23:51 07-02-2024
ოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი - ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]
AutoSharing Option
დებიუტში ნიგერიამ შეუტია, თუმცა ვერ იხეირა, რის შემდეგაც სამხრეთი აფრიკა გააქტიურდა და თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 65-ე წუთზე ოსიმენი მეტოქის მცველმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და თავისი გუნდი პენალტით ტროსტ-ეკონგმა დააწინაურა. მერე თავად ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს (ტურნირზე მეორედ), ცოტა ხანში კი თერთმეტმეტრიანი უკვე ნიგერიელთა კარში დაინიშნა, მოკოენამ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
110-ე წუთზე ვიქტორი შეცვალეს. მეორე ექსტრა-ტაიმში მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე ბოლო იმედის ჯარიმის გამო სამხრეთაფრიკელთა მცველი კეკანა გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ნიგერიამ იმარჯვა და მერვედ გავიდა ფინალში.
11 თებერვალს ფინალში ნიგერია კოტ-დ’ივუარისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ბუაკე. „სტად დე ლა პე“
ნიგერია - სამხრეთი აფრიკა 1:1 (პენ 4:2)
გოლები: 1:0 ტროსტ-ეკონგი (67, პენ), 1:1 მოკოენა (90, პენ)
გაძევება: კეკანა (116)
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
არანაირი თამაშგარე არ ყოფილა
1
1
მართალია, არანაირი თამაშგარე არ იყო დაფიქსირებული ოსიმენზე… მაგრამ მანამდე იყო უხეში თამაში ნიგერიის საჯარიმო მოედანში, ასე რომ ვადეომსაჯის გადამოწმების შემდეგ სამართლიანად დაინიშნა თერთმეტმეტრიანი ნიგერიელთა კარში. ოსიმენის გოლი კი გაუქმდა.
0
0
ოსიმენი და ბუდუ გვყავს ფორმაში,დაერხა მარტში ლუქსემბურგს
4
2
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული