"მამაჩემს არ ვეთანხმები, მისი სიტყვების გამო ბოდიშს გიხდით" - რას აცხადებს ლუიჯი დე ლაურენტისი?

AutoSharing Option
გუშინ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "კასტელ ვოლტურნოზე" პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

აურელიომ განაცხადა, რომ "ბარი" "ნაპოლის" მეორე გუნდია, რამაც ქომაგების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

კინოპროდიუსერის შვილმა ლუიჯი დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მამის სიტყვებს არ ეთანხმება.

"შვილი ყოველთვის ისე არ ფიქრობს, როგორც მამა. მის სიტყვებს ვემიჯნები.

მინდა მჯეროდეს, რომ მამაჩემის სიტყვები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. "ბარი" "ნაპოლის" მეორე გუნდი არასდროს ყოფილა, ეს ძალიან უხეში განცხადებაა. თუკი მართლა ითქვა ასეთი რამ, ბოდიშს გიხდით", - განაცხადა ლუიჯი დე ლაურენტისმა.

alt"ვუთხარი,

გუნდიდან დაახვიე-მეთქი! - ლაურენტისმა გაიხსენა, როგორ დაითხოვა გარსია და რა მოხდა "ნაპოლის" გასახდელში მწვრთნელის გათავისუფლებამდე
მკითხველის კომენტარები / 8 /
კავანი,პასტორე და ლავეცი რა ფასბშიც გაყიდა ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი რამხელა სოვდაგარია დე ლაურენტისი
გიო
08 თებერვალი 2024 22:09
5
ეს ლაურენტისი მაგრა მევასება. ბიზნესმენი კაცია მილიარდები იშოვნა ღმერთმა გაუმარჯოს
ვისაც რა ერგება იმას აძლევს, რა ქნას მეტი. პროსტა ნაცებს არ მოწონთ .
zura222
08 თებერვალი 2024 15:06
46
არც ეს მომწონს, არც ნაცები და არც შენ.
zura69-ს
08 თებერვალი 2024 17:12
5
ნაცების გარეშე რა გეშველებოდათ, ჯერ მაგათი და მერე იმათი, ვინც ნაცების გარეშე არაფერს წარმოადგენს. პოლიქრონია, პოლიქრონია, პოლიქრონიააა.
08 თებერვალი 2024 16:26
3
შენი ოჯახის წევრები საჯაროდ არ უნდა შეარცხვინო. სახლში აუხსენი, რომ შეცდომა დაუშვა.
ქ. გ.
08 თებერვალი 2024 14:04
18
გაიგონე? "ბარის " გულშემატკივრები აღშფოთდენო. აღშფოთებულ ხალხს კი სახლში მამისთვის ნათქვამი სიტყვებით ვერ დააშოშმინებ. აქ არაფერია თუ არა იქ მაყურებელი დიდ რამეს წარმოადგენს, გინდ შენი იყოს და გინდ სხვისი.
ჟორა
08 თებერვალი 2024 18:00
1
ლავრენტამ სულ გარეკა! გამჩერებელი, თუ ყავს ვინმე გვერდით!
მწვრთნელი
08 თებერვალი 2024 13:51
1
სჯობს ჩვენ ჯიქია გავაჩეროთ. იტალიელები თავის საქმეს მიხედავენ. აგერ, შვილმა მამას ლაგამი ამოსდო, რაც კარგია.
გიორგი
08 თებერვალი 2024 13:58
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული