ლურჯი ბარათი ფეხბურთში? - დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს

AutoSharing Option
Telefootball-ის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო დღეს, 9 თებერვალს, ლურჯი ბარათების შემოღებას მხარს დაუჭერს.

მას შემდეგ, რაც მსაჯი ფეხბურთელს ლურჯ ბარათს უჩვენებს, მოთამაშე მოედანს 10 წუთით დატოვებს. ლურჯი ბარათით გაფრთხილებას მიიღებენ ფეხბურთელები, რომლებიც სახიფათო შეტევას ჩაშლიან ან მსაჯს შეეკამათებიან.

მოთამაშე, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედნიდან გაძევებული იქნება. ასევე, თუ ფეხბურთელი ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ ყვითელ ბარათს მიიღებს, ავტომატურად წითელ ბარათად გადაკეთდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულს 2024/2025 წლების სეზონში მამაკაცთა და ქალთა შორის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის შეხვედრებში გამოცდიან.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ნეტა, არ მაიმუნობდეთ რა? არის ყვითელი, წითელი ბარათები, საკმარისი არ არის? აღარ იციან რითი და რა მეთოდებით გააბითურონ ფეხბურთი, მართლა მოცლილები არიან ეს ჩემისები უკვე! მე მგონი საქმე იქითკენ მიდის, რო ყველაფერს გაუუქმებენ და ერთი ბარათი იქნება ცისარტყელას ფერებით!
ვაი თქვენს პატრონს/!
09 თებერვალი 2024 13:03
15
და რა არ მოგწონს, არ მესმის. ლურჯი ბარათი, როგორც ახსნიდან ჩანს, არის გამკაცრებული ყვითელი ბარათი, ანუ გარდა იმისა რომ ყვითელ ბარათს იღებს, 10 წუთით ტოვებს მოედანს. ჩემი აზრით ძალიან კარგია.
დავით
09 თებერვალი 2024 15:20
3
ჩემი ვარაუდით, ალბათ როცა "სოდომისტების კვირეული" დაიწყება, უფრო ზუსტად "პრაიდები".
123-ს
09 თებერვალი 2024 15:27
3
ყველა გამოხმაურება
მწვანემ რაღა დააშავა?:)) ერთია ორგანოს გრეხვას აქვს უკვე ადგილი.
pablo
09 თებერვალი 2024 11:02
3
ვაი თქვენს პატრონს უბედურს...ძაღლებზე სანადიროდ როდის მიდიხართ არ გამომაპაროთ
რობი
09 თებერვალი 2024 10:52
5
რაო ყვითელი ბარათი 10 წუთით ვერ გაუშვებდა მოსაცდელში, თუ როგორაა საქმე!? ლურჯი რატომ მაინც და მაინც!? სხვა ფერებმა რა დააშავეს! მეთორმეტე მოთამაშეს 10 წუთით, მწვანე ბარათით როდიდან შემოუშვებთ მოედანზე?! ან მწვრთნელმა რომ მიიღოს ლურჯი ბარათი მერე რა უნდა ქნათ!? მაგალითად მაურინიოს ჩაურბინა ხვიჩამ, იმან კიდე პანჩური ამოკრა და ვერ მოახვედრა (მოხვედრაზე წითელია პირდაპირ), სუფთა ლურჯი ბარათია! ეს წესებიც შეიტანეთ ბარემ!
მწვრთნელი
09 თებერვალი 2024 11:47
1
ცისარტყელა ბარათები როდის შემოვა?
123
09 თებერვალი 2024 12:49
6
ანუ ყვითელზე ძლიერია და წითელზე სუსტი:)
ნიკა
09 თებერვალი 2024 12:44
0
საქმე დაელიათ.
ქობულეთიდან
09 თებერვალი 2024 15:04
2
ამის ბოლო ის იქნება რომ ე.წ ლურჯი გაუქმდება და ყველა ყვითელი ბარათი იქნება ათწუთიანი გაძევება,წითელი კი დარჩება წითლად.არანაირი ლიმიტი აღარ იარსებებს ყვითელი ბარათების გამო თამაშის გამოტოვების,რაც სრულიად სამართლიანი მგონია,რადგან შეიძლება ჩემთან მიიღოს ბარათი და ამის გამო ჩემს კონკურენტთან თამაში გამოტოვოს.არაა ლოგოკური მგონი...
Master
09 თებერვალი 2024 18:24
1


მე კი, იცით, რა სიახლეს შემოვიღებდი? ყვითელ ბარათიან მოთამაშეს რომ ცვლიან, შეცვლაზე შემოსული ფეხბუთელი პირველივე ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში უნდა დატოვოს მინდორი. თორემ რა გამოდის? ერთ ფეხის მტვრეველს მეორე მტვრეველი ცვლის და შეუძლია უმტკივნეულად გააგრძელოს თავისი მოძმის შავი საქმე. არადა თანამედროვე ფეხმურთში შეცვლების რაოდენობა უკვე ხუთამდეა გაზრდილი.
კონსტანტინე
10 თებერვალი 2024 03:41
1
ერთი გუნდისთვის მიკერძოებული მსაჯი უპრაგონოთ წითელს ვერ დაარიგებს დღეს აი ლურჯებს კი იცოცხლე თან ბოლოს როდის ნახეთ უკამათო შეხვედრა სულ რო მილიონი მიცე მოტამაშეებს და უთხრა არ ქნათო გიზიკურად გამორიცხულია ერთი მხარე არ იყოს ყოველთვის უკმაყოფილო როგორ უნდა იყო გასაძევებელი და მერე უკან დაბრუნდე რაგბი და ჰოკეი არაა ის მიზეზი რო თქვა გაამართლებს მე უფრო ნირჩევნია მსაჯების კომპეტენცია აიწიოს კოლინას ნაირი მსაჯი დღეს სადმე გეგულებათ? მე არა პენალტზე რო გაძევება კი არა ყვითელსაც აღარ იღებენ
ნოდო
09 თებერვალი 2024 17:55
0

სიახლეები პოპულარული