ოსიმენი აფრიკულ ოქროს ვერ შესწვდა - ჩემპიონი კოტ-დ’ივუარი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აფრიკის თასის ფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრები მასპინძელ კოტ-დ’ივუართან 1:2 დამარცხდა.

სტუმრები პირველ ტაიმში ტროსტ-ეკონგმა დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და მესამედ გახდნენ ჩემპიონები. ამ გუნდს, რომელიც ჯგუფიდან ძლივს გავიდა (ნიგერიამ 1:0 მოუგო), ტურნირისას გადაყენებული ჟან ლუი გასეს ნაცვლად მისი თანაშემწე ემერს ფაე ხელმძღვანელობდა.

ნიგერიას ტურნირზე ფინალამდე არ წაუგია, მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა გაშვებული და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ოსიმენს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.

აბიჯანი. „ოლიმპიკ ალასან უატარა“
ნიგერია - კოტ-დ’ივუარი 1:2
გოლები: 1:0 ტროსტ-ეკონგი (38), 1:1
კესიე (62), 1:2 ალერი (81)

altოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი - ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეგონა მარტო ევროპას უჭირდა, როგორც ვხედადავ თქვენ რომ იცით იმან ყველა კონტინენტზე შეაღწია, რა უნდა ვთქვათ, წინ დიდი ცვლილებებია, მომავალს მაინც ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ, ღმერთო დაიფარე კᲝბრიობა საყოველთაო გამო****ბისაგᲜ....
ელგუჯა
12 თებერვალი 2024 17:49
1
ლუქსემბურგთან რომ გამოვარდებით, მაშინ ჩვენ გავიხარებთ.
ნიგერიელი
12 თებერვალი 2024 09:19
43
ნიგერიას დაერხა, მაგრამ სამაგიეროდ ნაპოლის გაუმართლა, ოსიმენი მალე დაბრუნდება. ჩემპიონი ოსიმენი გაამპარტავნებული დაბრუნდებოდა, ახლა კი მიწაზე გაივლის და გუნდს დაეხმარება.
ჟორა
12 თებერვალი 2024 09:15
5
მგონი ერთი გოლი გაიტანა ტურნირზე ისიც პენალტით...კოტ'დივუარის გამარჯვება კი სასწაულების კატეგორიაში გადის.მასპინძლის სტატუსი,ორი წაგება ჯგუფში,ერთერთი 0-4 ეკვატორულ გვინეასთან,შეცვლილი მწვრთნელი ტურნირის მსვლელობისას(ეს ალბათ პირველი შემთხვევაა სანაკრებო ტურნირებზე)ჯგუფური ტურნირის ბოლო დღეს,სხვა თამაშის ხარჯზე მოპოვებული მერვედფინალი.10 კაცით მოგებული მეოთხედფინალი...ამდენი რამ გადახდენოდეს თავს ერთ ტურნირზე ჩემპიონს ისტორიას არ ახსოვს...აფრიკის და აზიის ჩემპიონატები ორივე ნამეტანი სენსაციური და საინტერესო აღმოჩნდა.ისე კი ბოლოს ორივე მასპინძელმა ქვეყნებმა მოიგეს...
Master
12 თებერვალი 2024 03:48
0
კოტ-დ’ივუარმა ყველანაირად დაჩაგრა ნიგერია და დამსახურებულად აიღო თასი! ჩამაეთრიე, ვიქტორ, აქა გვჭირდები )
გია_544
12 თებერვალი 2024 03:27
1
დაეშვება მიწაზე, თავი საუკეთესო იქნება და ნიგერიაშიც რომ გააღმერთეს ცოტა გამოფხიზლდებიან
Dima
12 თებერვალი 2024 03:24
3
იმიტომ ვერ შეწვდა რომ თავში აქვს ავარდნილი! მაგარი ამპარტავანი კაცია! ყველა თამაშში ჩანდა როგორ ზემოდან უყურებს ყველას, თავის ფ
გუნდელებსაც და მოწინააღმდეგესაც. საინტერესოა ვინ გონია თავი!
მურთო
12 თებერვალი 2024 02:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული