ოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი - ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აფრიკის თასის ნახევრფინალში ნიგერიამ სამხრეთი აფრიკა პენალტების სერიაში დაამარცხა.

დებიუტში ნიგერიამ შეუტია, თუმცა ვერ იხეირა, რის შემდეგაც სამხრეთი აფრიკა გააქტიურდა და თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 65-ე წუთზე ოსიმენი მეტოქის მცველმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და თავისი გუნდი პენალტით ტროსტ-ეკონგმა დააწინაურა. მერე თავად ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს (ტურნირზე მეორედ), ცოტა ხანში კი თერთმეტმეტრიანი უკვე ნიგერიელთა კარში დაინიშნა, მოკოენამ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

110-ე წუთზე ვიქტორი შეცვალეს. მეორე ექსტრა-ტაიმში მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე ბოლო იმედის ჯარიმის გამო სამხრეთაფრიკელთა მცველი კეკანა
გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ნიგერიამ იმარჯვა და მერვედ გავიდა ფინალში.

11 თებერვალს ფინალში ნიგერია კოტ-დ’ივუარისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბუაკე. „სტად დე ლა პე“
ნიგერია - სამხრეთი აფრიკა 1:1 (პენ 4:2)
გოლები: 1:0 ტროსტ-ეკონგი (67, პენ), 1:1 მოკოენა (90, პენ)
გაძევება: კეკანა (116)

altოსიმენის ჯანმრთელობის გამო ნიგერიელები ძალიან შეშინდნენ

მკითხველის კომენტარები / 3 /
არანაირი თამაშგარე არ ყოფილა
berg
15:27 08-02-2024
1
ოსიმენი და ბუდუ გვყავს ფორმაში,დაერხა მარტში ლუქსემბურგს
Levani
08:14 08-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული