მეკარე 20 წამში შეცვალეს, ყველაფერი წინასწარ გადაწყდა... - გაამართლებს ეს ამბავი საქართველოში?!

AutoSharing Option
სლოვენიის პირველ ლიგაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. რეგლამენტის თანახმად, გუნდებს 23 წლამდე ფეხბურთელების თამაშის გარკვეული ვალდებულება აქვთ, მინიმალური სათამაშო დრო კი განსაზღვრული არაა. ამის თავიდან ასაცილებლად, "როგასკაში" ასეთი რამ მოიფიქრეს - 17 წლის მეკარე ლორბერმა მხოლოდ 20 წამით ითამაშა, მისმა თანაგუნდელებმა ბურთი გვერდით ხაზს მიღმა გადააგდეს და პირველი ცვლილებაც განხორციელდა - მოედანზე გამოცდილი კიპერი მულალიჩი შევიდა.

Sportall.Ge

Cnn-ი წერს, რომ ბოლოადგილოსანი "როგასკას" თავკაცმა დრობნმა რეგულაციებისგან თავიდან ასაცილებლად ერთგვარი ტაქტიკა შეიმუშავა, "სათადარიგო" მეკარე თავიდანვე მზად იყო, მინდორზე შესულიყო.

საინტერესოა, ყველაფერ ამის გაკეთება უფრო
"ტექნიკურად" რატომ ვერ ხდება ან ასეთ შემთხვევაში, არსებობს თუ არა სანქციები. შეგახსენებთ, მსგავსი საუბრები საქართველოშიც ყოფილა, ეროვნულ ლიგაში დაწესდეს რეგულაციები, რაც თავის გამოჩენის შესაძლებლობას ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცემს. საინტერესოა, თავის არიდებას ჩვენთანაც ასე შეეცდებიან თუ ეს გადაწყვეტილება გაამართლებს?!

altსაინტერესო ამბავი ინგლისში - დამკვიდრდება მრგვალი წითელი ბარათი?!

მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველ 15 წუთში ცვლილებას კარგი კოეფიციენტები აქვს აზიურ ტოტალიზატორებში :-) ჩვენთანაც არაერთხელ მომხდარა მსგავსი, ყველამ ყველაფერი კარგად იცის
საქართველო
08:21 14-02-2024
0
სრულიად დამსახურებულად ყოფილან,ბოლო ადგილზე და აუცილებლად გავარდებიან.ბიჯო,გუნდი რომ ბოლო ადგილზეა და შემადგენლობაში,არცერთი 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელი არ გყავს,ხომ უნდა მიხვდე,რომ არაფრის პერსპექტივა არა გაქვს და სჯობია,ისევ ახალგაზრდა ნიჭიერს,მაგრამ გამოუცდელს ენდო,ვიდრე ასაკოვანს და უმაქნისს?!ხოლო თუ არც ასეთი გყავს არავინ,მაშინ რა აზრი აქვს შენს თამაშს,მაგ ლიგაში?
სოსო
18:43 13-02-2024
0

სიახლეები პოპულარული