"დიდებულად ითამაშა" - ლუნინმა ანჩელოტი აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "რეალმა" სტუმრად "ლაიფციგი" 1:0 დაამარცხა. "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის გუნდს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო. იტალიელმა სპეციალისტმა უკრაინელი კარის დარაჯის, ანდრეი ლუნინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"რთული მატჩი გამოვიდა. კარგი მომენტები გვქონდა, დაცვაშიც საიმედოდ ვითამაშეთ. შეგვეძლო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ასევე შეიძლებოდა შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.

ლუნინმა დიდებულად ითამაშა. მისი თავდაჯერება დროდადრო გაიზრდება", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.

altანჩელოტიმ "რეალში" ბენზემას

შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

altგანაწყენება ანჩელოტიზე - გულერი, სავარაუდოდ, იჯარით წავა

alt"ამ თემაზე საუბარი არ მსურს" - ანჩელოტიმ "ნაპოლისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე საუბარზე უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოგებას ის იმსახურებდა, მოგებას ეს იმსახურებდა...მოგეგო უნდა თუ იმსახურებ
2
ნაპოლისთან მატჩის წინ,დავწერე,ნაპოლისთვის მცირე შეღავათია,რეალს ძირითადი მეკარე რომ არ ეყოლება მეთქი.მაშინ მკითხველმა მიპასუხა,ლუნინიც კარგად ათამაშდაო და სრული სიმართლეც მითხრა.ახლა ისე მოჩანს,ძალიან ძნელია კურტუამ ადგილი დაიბრუნოს, ძირითადში.რა თქმა უნდა მასაც სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სოსო
13:22 14-02-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული