წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელებს იმდენად სურთ ურუგვაელი ფეხბურთელის დამატება, რომ მზად არიან მას ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზონ, ვიდრე "ბარსელონაში" გამოიმუშავებს.
რაც შეეხება "ბლაუგრანას", "ბაიერნი" მათ ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს სთავაზობს.
გამოცემის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ კატალონიელები ამ წინადადებას დათანხმდნენ, რადგან ფინანსურად რთულ სიტუაციაში არიან.
შეგახსენებთ, არაუხოს "ბარსასთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს.
"ბარსელონა" არაუხოს გაყიდვას არ გამორიცხავს
არაუხომ "ბარსელონას" "სოსიედადთან" გამარჯვება 90+2-ე წუთზე მოუპოვა