ფედელემ კომენტარი ვიქტორ ოსიმენზე, აურელიო დე ლაურენტისსა და ვალტერ მაცარის შესახებ გააკეთა.
"უნდა ითამაშოს თუ არა ოსიმენმა "ჯენოასთან"? თუ ის ნეაპოლში მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩავა, ფორმა უნდა ჩაიცვას და დაუყოვნებლივ მოედანზე შევიდეს. ჩვენ გადამწყვეტ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ.
რასპადორის და სიმეონეს არ აქვთ ის სიძლიერე, რაც ვიქტორ ოსიმენს გააჩნია. შესაძლოა ნიგერიელმა გოლის გატანა ვერ მოახერხოს, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის მცველების ყურადღებას იქცევს, რაც სხვა ფეხბურთელებს მეტ
დე ლაურენტისს ერთი რამ არ ესმის. თუ ფილმში კონკრეტული სცენა არასწორად გადაიღეს, ამის მეორედ გამეორებაც შეიძლება, მაგრამ ფეხბურთში ასე არ ხდება. თუ სერიოზულ შეცდომას დაუშვებ, შედეგი აუცილებლად მძიმე იქნება.
კონტე? მასზე ოცნებას თავი უნდა დავანებოთ. ის შეიძლება ნებისმიერ გუნდში წავიდეს, თუმცა არა "ნაპოლიში". მაცარი აუცილებლად წავა, მაგრამ მას ანტონიო არ შეცვლის", - განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
"მაცარი გადაარჩინა" - როგორ შეაფასა ფედელემ "კვარას" თამაში?
ფედელე: გეტყვით, "ნაპოლის" გოლების გატანა რატომ უჭირს