"მეგობარი გოგონა მჭირდება" - "ნაპოლის" ფეხბურთელის უცნაური განცხადება

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალწვეულმა სირილ ნგონგემ იტალიური კლუბის არხთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

მან გულშემატკივრებს საკუთარი თავი უკეთ გააცნო.

"მე ბრიუსელში დავიბადე. ჩემი სათამაშო პოზიცია? მარჯვენა გარემარბი ვარ. 8 წელი "ანტერლეხტში" გავატარე, 5 წელი კი - "ბრიუგეში". გასულ წელს "ვერონაში" გადავედი, დღეს კი აქ ვარ.

როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი კერპი კრიშტიანო რონალდო იყო, თუმცა, როცა პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი და უკვე საკუთარი სათამაშო სტილი გამაჩნდა, ჩემი კერპი ნეიმარი გახდა.

"ნაპოლის" უამრავ გულშემატკივარს შევხვდი, ფოტოები გადავიღეთ. აღფრთოვანებული ვარ როგორც ქალაქით, ასევე კლუბით და
ქომაგებით.

მარტოობა და ფლეისთეიშენის თამაში ძალიან მიყვარს. ძაღლი თუ კატა? ძაღლი მყავდა, თუმცა, როდესაც მარტო ცხოვრობ, ცხოველის მოვლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ჯერ მეგობარი გოგონა მჭირდება, ამის შემდეგ კი ძაღლზეც ვიფიქრებ.

საყვარელი სპორტი ფეხბურთის შემდეგ? კალათბურთი მომწონს, "გოლდენ სტეიტისა" და სტეფ კარის დიდი გულშემატკივარი ვარ", - განაცხადა ნგონგემ.

შეგახსენებთ, ნგონგე "ნაპოლის" 19.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "ვერონადან" შეუერთდა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
მეგობარი ქალი უნდა გყავდეს, ცოლი ჯერ არ გინდა
სამართალი
16 თებერვალი 2024 21:33
4
თუ მორწმუნეა ადამიანი და ათ მცნებას იცავს??მაშინ??
სამართალ ს
16 თებერვალი 2024 23:30
2
თუ მორწმუნეა ადამიანი და ათ მცნებას იცავს??მაშინ??
სამართალ ს
16 თებერვალი 2024 22:44
2
რად გინდა? აგერ კვარამ მეიყვანა ცოლი და აკრიტიკებენ ქართველები, გაგაცლის ქალი სიქას ,მოედანზე დაიხარჯე ჯობია
ჯემალა
16 თებერვალი 2024 17:00
15
უცოლო ქართველი სპორტსმენები და ფეხბურთელები თურმა ბრდღვნიან ყველაფერს,ჩემპიონთა ლიგა და NBA აქვთ მოგებული!!!
სანდრო
16 თებერვალი 2024 19:23
0
სხვა რომელმა ქართველმა უცოლო, ან ცოლიანმა სპორტსმენმა მიახწია კვარას დონეს??!!
ჯემალა ს
16 თებერვალი 2024 19:19
0
ნგონგეს ფოყო Აშკარად ყველაზე Საუკეთესო ᲨეგირᲩევიაᲗ )))))
დინამოელი
16 თებერვალი 2024 16:29
1
კარგად გაუგებენ აბა ეს და კვარა, სტეფი და ფლეისთეიშენი ყვარებია ამასაც, კაი ტიპი იქნება
Yoda
16 თებერვალი 2024 16:01
1
ჩაიყვანე მერე ძიუბა შე კაცო და მოისვენებ))))
სასწრაფო დახმარება
16 თებერვალი 2024 14:46
6
Minda politanos magier ngongem itamashos upro chkviani da mravalperovani motamashea...
L.J .
16 თებერვალი 2024 14:09
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული