პსჟ მბაპეს შემცვლელად 2 კანდიდატურას განიხილავს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სეზონის ბოლოს "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი კილიან მბაპე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ცნობით, პსჟ ფრანგი შემტევის შემცვლელად მოჰამედ სალაჰისა (ლივერპული) და ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) კანდიდატურებს განიხილავს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ნომერ პირველი სამიზნე ნიგერიელი ფორვარდია, თუმცა თუ ნასერ ალ ხელაიფი ოსიმენის გადაბირებას ვერ მოახერხებს, მაშინ მთელ ძალისხმევას ეგვიპტელი შემტევისკენ მიმართავს.

შეგახსენებთ, სალაჰის შეძენა გასულ ზაფხულს არაბულ კლუბებს სურდათ, თუმცა იურგენ კლოპმა გამოცდილ ფეხბურთელს
კიდევ ერთი სეზონით "ლივერპულში" დარჩენა სთხოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული