აზარი: ლუდი ძალიან მიყვარს, არდადეგებიდან წონის პრობლემით ვბრუნდებოდი

AutoSharing Option
ჯონ ობი მიკელის Obi One Podcast-ში საუბრისას ვეტერანმა ბელგიელმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა აღნიშნა, რომ ლუდი ძალიან უყვარს.

როგორც მან განაცხადა, ყოველ ზაფხულს არდადეგებიდან 5 კილოთი მეტი ბრუნდებოდა.

"დიახ, მართალია, რომ ზაფზულში არდადეგებიდან დაბრუნების მერე წონის პრობლემა მქონდა. ყოფილა შემთხვევა, 5კგ-ით ზედმეტიც ვყოფილვარ.

როგორც ყველა ბელგიელს, ლუდი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო ლუდს აწარმოებს.

არ ვამბობ, რომ ამ ალკოჰოლს ყოველდღიურად მოვიხმარ, მაგრამ კარგი მატჩის შემდეგ 1-2 ბოთლის დალევა მშვენიერია", - თქვა აზარმა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
არა და რა სისწრაფე ქონდა ბუზივით დაფრინავდა!!...რეალისთვის საჭირო მაჩო მენტალიტეტი არ აქ და მაგიტომ ვერ მოერგო,ბულკია...ჩემი აზრით კვარაც ვერ გაქაჩავს რეალში!!
ჟორა
19:29 19-02-2024
7
ამასაც ცოლმა დაუნგრია კარიერა, თუ ეგ კომენტარი მარტო ქარათველ სპორტსმენებზე უნდა დავწეროთ??!!
ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი
18:17 19-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული