რომანოს ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მის შესაძლო შემცვლელთან, ფრანჩესკო კალცონასთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მხარეებმა შეთანხმებასაც მიაღწიეს.
"ნაპოლის" ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს ერთ-ერთმა ფანმა ჰკითხა, გაათავისუფლებენ თუ არა მაცარის, რაზეც ოსიმენმა უპასუხა - "გვტოვებს თუ არა მაცარი? არაფრის თქმა არ შემიძლია. კლუბი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ფეხბურთელებმა ასეთ თემებზე ვისაუბროთ. ვითამაშებ თუ არა "ბარსელონასთან"? თავს შესანიშნავად ვგრძნობ", - უთხრა ოსიმენმა გულშემატკივარს.
შეგახსნებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას "ბარსელონას" წინააღმდეგ 21 თებერვალს გამართავს.
დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება