"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი ვალტერ მაცარი გადააყენა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის თავკაცი ფრანჩესკო კალცონა დანიშნა.

კინოპროდიუსერმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ სწორედ კალცონას ხელმძღვანელობით წარდგება.

"კალცონას მივესალმებით. ვცდილობთ, მას მაქსიმალურად დავეხმაროთ, რადგან 24 საათში ისეთი გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, როგორიც "ბარსელონაა".

მეგობარი გათავისუფლებულია, ვალტერს ბოდიშს ვუხდი, მუდამ მზად იყო ჩვენ გვერდით ყოფილიყო, თუმცა "ნაპოლის" გულშემატკივრები უფრო მეტს იმსახურებდნენ.

ჰამშიკის დაბრუნება? დღეს ვერ მოვახერხე მასთან საუბარი, თუმცა გუშინ ჩვენ შორის კონტაქტი შედგა. მარეკი ძალიანაა
დაინტერესებული, რომ "პარტენოპეიში" დაბრუნდეს. ის ხომ "ნაპოლის" ჩემპიონია", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

altუკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

alt"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
მე კი ვფიქრობ მაცარი ნორმალური ადამიანი და ნორმალური მწვრთნელი იყო!!! ნაპოლი უკვე წინა სეზონის ბოლოს იყო ძალიან არეული. უნდა დაიშალოს და ახალი გუნდი აშენდეს!
aburjga
11:22 20-02-2024
0
ეს ისე ლაპარაკობს მაცარი ბეგლარი ღვამიჩავას მოყვანილი ყოფილიყოს.
ლევან
17:26 20-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული