"იცით, "ნაპოლიში" მწვრთნელის ასისტენტობისას რას აკეთებდა?" - ყოფილი ფეხბურთელი კალცონაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი ვალტერ მაცარი გადააყენა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის თავკაცი ფრანჩესკო კალცონა დანიშნა.

"პარტენოპეის" ყოფილმა ნახევარმცველმა მირკო ვალდიფიორიმ ერთმანეთს კალცონა და მაცარი შეადარა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, მათ განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ.

"კალცონას დიდი ხანია ვიცნობ. ის ყოველთვის მაურიციო სარის გვერდით იყო. ის "ემპოლისა" და "ნაპოლიში" მავარჯიშებდა. ფრანჩესკოს სარის სახით საუკეთესო მასწავლებელი ჰყავდა და თავი სლოვაკეთის ნაკრებშიც კარგად წარმოაჩინა.

კალცონა მაცარისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთის მიმდევარია. იცით, რას აკეთებდა? სარის მუდამ ყურადღებით უსმენდა და მის სათამაშო
სქემებს სწავლობდა", - განაცხადა ვალდიფიორიმ.

ცნობისთვის, "ნაპოლის" მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ კალცონას ერთ-ერთი ასისტენტი, ალბათ, მათი ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი იქნება.

altუკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეთქი რაღაც სასწაულს აკეთებდა
ვანჩოპე
16:49 20-02-2024
0
ვააა, არ ვიცოდი... და არც მოველოდი... :/
ვვვ
12:26 20-02-2024
0

სიახლეები პოპულარული