ფილიპსის თქმით, სეზონის დასაწყისში გვარდიოლამ ჭარბი წონის გამო გააკრიტიკა, რაც ინგლისელს არ მოეწონა.
ესპანელმა სპეციალისტმა კი ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს ბოდიში მოუხადა.
"ძალიან ვწუხვარ, მინდა კალვინს პატიება ვთხოვო. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე, თუმცა საჯაროდ არაფერი მითქვამს", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, "ქალაქელებმა" ფილიფსი 2022 წლის ზაფხულში, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლიდსიდან" შეიძინა. თუმცა ნახევარმცველმა "სიტის" რიგებში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. ამჟამად კი იჯარის წესით "ჩაქუჩების" ღირსებას იცავს.
"მის ასაკში ასეთი მონაცემები მესისა და რონალდოს არ ჰქონდათ" - გვარდიოლა ჰოლანზე
"8 წელი ნამდვილად ბევრია" - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა