"დე ლაურენტისი ზაფხულში სატრანსფერო რევოლუციას გეგმავს" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აურელიო დე ლაურენტისი დიდ ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ ნეაპოლურ კლუბს, დიდი ალბათობით, ამირ რაჰმანი, ხუან ჟესუსი, მარიო რუი, ვიქტორ ოსიმენი, ლეო ოსტიგორი და ალექს მერეტი დატოვებენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდის ორი ახალწვეულის, იესპერ ლინდსტრომისა და იენს კაიუსტეს სათამაშო ხარისხი არადამაკმაყოფილებელია და შესაძლოა, დე ლაურენტისმა მათი გაყიდვაც გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, გუშინ "ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა უხელმძღვანელებს.

alt"ნაპოლი" კვარაცხელიას ინიციატივების

იმედად და "ბარსას" დაცვის პრობლემების გამოყენება - ახალი მწვრთნელის ეფექტი?!.

alt"იცით, "ნაპოლიში" მწვრთნელის ასისტენტობისას რას აკეთებდა?" - ყოფილი ფეხბურთელი კალცონაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 18 /
ამის რევოლუციური ცვლილებები არ გაიშვას
ლუჩიანო სპალეტი
16:27 20-02-2024
1
არ ვიცი კვარა დარჩება თუ არა(ჩემი აზრით უნდა წავიდეს),მაგრამ ყველა მცველი რომ გასაშვებია ეგ ფაქტია, დი ლორენცოს გარდა არცერთი არ არის იმ დონის, რომ თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ და რაიმე სერიოზული მიზნის მიღწევა ხომ წარმოუდგენელია იმდენ შეცდომებს უშვებენ...
Givi
22:29 20-02-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული