კაპელო: ნაპოლის ახალ მწვრთნელს მხოლოდ ერთი მისია აქვს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. კაპელოს თქმით, "პარტენოპეის" ახალ მწვრთნელს, ფრანჩესკო კალცონას, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს.

"სიტუაცია რთულია, თუმცა კალცონას გარკვეულწილად გაუმართლა, რადგან მოთამაშეების უმეტესობას იცნობს და სპალეტის სათამაშო სისტემაც კარგად აქვს შესწავლილი.

რაც შეეხება "ბარსელონასთან" დაპირისპირებას, ყველამ იცის, რომ ხავის გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს. თუ ოსიმენი ითამაშებს, "ნაპოლის" შანსი გაიზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში, კალცონას ერთადერთი მიზანი აქვს და ეს "პარტენოპეის" ოთხეულში შესვლაა", - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო
ცხრილში 36 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

altფაბიო კაპელომ, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

alt"არ შეიძლება მოურინიოს ასე მოექცე" - კაპელომ პორტუგალიელი დაიცვა

alt"ნაპოლის" შემთხვევაში ეს მაფიქრებს" - რა განაცხადა კაპელომ

მკითხველის კომენტარები / 7 /
კაპელომ მართლა ასე თქვა?არა მგონია!ჩემპიონატის დასასრულამდე,14 ტური აქვს სათამაშო და მეოთხე ადგილს,9 ქულით ჩამორჩება.უკვე დღეს,თამაშის ხარისხის შარშანდელ დონეზეც რომ გავიდეს,მაინც ფანტასტიკას ჰგავს,ამ დროში ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა.გუშინ მოსული მწვრთნელისაგან კი,რომელმაც ფეხბურთელების მიმდინარე ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც კი არ იცის,ეს სრულიად შეუძლებლად მიმაჩნია.
სოსო
13:47 21-02-2024
1
მაქსიმუმ კონფერენსლიფის საგზურს თუ მიიღებს ნაპოლი წელს, გუნდის თამაშიდან გამომდინარე ეგეც მიღწევა იქნება.
ზოლა
18:12 21-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული