არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ Lanacion+-სთან ინტერვიუში მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლეოსთან შეხვედრის შესაძლებლობას მოუთმენლად ელოდება.
"მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. გავეცანი სტატიას სახელად "მესი წარმოუდგენელია", სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ არის ლეო საუკეთესო თამაშის ყველა ასპექტში.
არასდროს მქონია შანსი, რომ გავსაუბრებოდი. ამას სიამოვნებით გავაკეთებდი. ეს იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან არგენტინელთან საუბარი.
რამდენიმე დღის წინ რომის პაპს შევხვდი, ასევე - ნიდერლანდების დედოფალ მაქსიმას. იქნებ ისევ გამიმართლოს და მესისაც შევხვდე", - განაცხადა მილეიმ.
არგენტინის პრეზიდენტი: იმედი მაქვს, გამიმართლებს და მესის შევხვდები" style="height: 50px; width: 50px;" />"მის ასაკში ასეთი მონაცემები მესისა და რონალდოს არ ჰქონდათ" - გვარდიოლა ჰოლანზე
13:00 21-02-2024
არგენტინის პრეზიდენტი: იმედი მაქვს, გამიმართლებს და მესის შევხვდები
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არგენტინის პრეზიდენტი სტატიებით რწმუნდება ნუ ეს ყველაფერში უბერავს
9
2
ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელთან ლეო მესისთან, მის გულშემატკივრებსაც კი გვინდა შეხვედრა, მაგრამ სად არის ეგ ბედნიერება?
4
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული