"ბარსელონას" და "ატლეტიკოს" გრინვუდის დამატება სურთ - "იუნაიტედმა" ფასი დაასახელა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ხეტაფეში" განათხოვრებული მეისონ გრინვუდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. Sport1-ის ჟურნალისტის კრისტოფერ მიშელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ინგლისელის დამატებით ლა ლიგის ორი გრანდი - "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" ინტერესდებიან.

გამოცემის ცნობით, "მანკუნიანელები" 22 წლის შემტევის გასხვისების წინააღმდეგები არ არიან და მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ.

ჯერჯერობით უცნობია, სურთ თუ არა ამ თანხის გადახდა "ბლაუგრანასა" და "როხიბლანკოს".

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გრინვუდმა ლა ლიგაში "ხეტაფეს" მაისურით 24 მატჩში 7 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული