"ბაიერნში" მიაჩნიათ, რომ ალონსოსთვის ბრძოლაში "ლივერპულს" აჯობებენ

AutoSharing Option
როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი სეზონის ბოლოს "რეკორდმაისტერს" დატოვებს.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენელები ტუხელის შემცვლელად "ლევერკუზენის" თავკაცს ჩაბი ალონსოს განიხილავენ.

ესპანელი სპეციალისტის საკუთარ კლუბში მიწვევა "ლივერპულსაც" სურს. არახალი ამბავია, რომ ლეგენდარული იურგენ კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ "სქაუზერების" დატოვებას და მინიმუმ ერთი წლით დასვენებას გეგმავს.

CaughtOffside-ს ცნობით, "ბაიერნის" ხელმძღვანელები თვლიან, რომ ალონსოსთვის ბრძოლაში "მერსისაიდელებს" აჯობებენ, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე მიუნხენელთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. რუმენიგეს ჩაბისთან ახლო ურთიერთობა აქვს და
მოლაპარაკებებში პირადადაა ჩართული.

შეგახსენებთ, ალონსოს გაწვრთნილი "ლევერკუზენი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 61 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს.

altყველა მოატყუა, მათ შორის ექიმებიც - ჯაკას გასროლა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალონსო და ხვიჩა ლივრპულში მინდა
ვანჩოპე
18:55 24-02-2024
0

სიახლეები პოპულარული