წყაროს ცნობით, კანადელ ფეხბურთელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და პარალელურად მოლაპარაკებებს "ბლანკოსთან" აწარმოებს.
დევისს "ბაიერნთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ, მიუნხენური კლუბი მოთამაშეს აუცილებლად გაასხვისებს.
ტრანსფერის სავარაუდო თანხად 35 მილიონი ევრო სახელდება.