არც "ლივერპული" და არც "ლევერკუზენი" - ცნობილია, რომელი გუნდის ჩაბარება სურს ალონსოს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს გადაბირებას "ლივერპული" და "ბაიერნი" ეცდებიან.

მიუხედავად ამისა, გერმანული გამოცემა Fussball-ის ცნობით, დიდი შანსია, რომ ალონსომ "ლევერკუზენი" არ დატოვოს და შეთავაზებას მადრიდის "რეალისგან" დაელოდოს.

მოგეხსენებათ, "ბლანკოსის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ "რეალის" თავკაცი კარლო ანჩელოტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდულ კლუბს არ დატოვებს, თუმცა დიდი შანსია, რომ მომავალი სეზონი იტალიელი სპეციალისტისთვის "ბლანკოსში" ბოლო აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, ალონსოს გაწვრთნილი "ლევერკუზენი" 61 ქულით ლიდერობს.

alt"ბაიერნში" მიაჩნიათ, რომ ალონსოსთვის ბრძოლაში "ლივერპულს"

აჯობებენ

alt"ბაიერნი" ზაფხულში ტუხელის გაშვებასა და ალონსოს მიწვევას გეგმავს

altMarca: ხაბი ალონსო მომდევნო სეზონში "რეალს" ჩაიბარებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მაინტერესებს და შეძლებისდაგვარად ვუყურებ ბაიერის თამაშებს. მინდა ვთქვა რომ ასეთი გუნდი ( მართლა გუნდი და არა ცალკეული ფეხბურთელები) ბოლო ხანებში არ მახსენდება. ჩემპიონობა უკვე მოპოვებული აქვს, ამას მიუნხენშიც აღიარებენ, ეხლა მუშაობენ იმაზე,რომ სეზონი წაუგებლად დაასრულონ და ეს ასე იქნება, როგორც არსენალმა 2005ში. უდავოდ დიდი დამსახურებაა ალონსოსი ვარსკვლავების გარეშე ასეთი გუნდის შექმნა
დავით 67
03 მარტი 2024 17:15
0
ჯუღელმა კოლხეთისთვის მინდაო.
მაგრამ ჯერ ქართველი სპეციალისტი დავით კვირკველია წარმატებით მუშაობს.
თან სავარაუდოდ 2000 ლარი და 30 კილო თევზი ალონსოს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.
Levani
27 თებერვალი 2024 21:35
2
ერთი სეზონით ვერც ფეხბურთელს და ვერც მწვრთელს ვერ შეაფასებ..თუმცა ამ ტიპმა მაგარი შედეგები დადო..თან გერმანიის გიგანტ გუნდთან..არა მგონია რეალის ან ლივერპულის მოთხოვნებს გაუქაჩოს..აი ბაიერნში ადვილია სულ მცირე გერმანიის ჩემპიონობა..მერე გამოჩნდება რა დონეა..თუმცა კარგი მწვრთნელი უკვე არის..წარმატებები მას
კიეზა
27 თებერვალი 2024 11:59
2
ტვინი თუ აქვს რეალში არ უნდა წავიდეს, ერთი ჩავარდნა და არავინ არ აპატიებს, ჯერ არა აქვს საიმისო გამოცდილებაც და ავტორიტეტიც
მამუკა
27 თებერვალი 2024 01:06
4
იუვენტუსში წამოდი იქნებ გვეშველოს რამე
ლაშა
27 თებერვალი 2024 00:47
2
ჩემზე რომ იყოს არჩევანი ბაიერნს ავირჩევდი ტიტული გარანტირებული მექნებოდა მერე უკვე ლივერპულში
beqa
26 თებერვალი 2024 16:07
3
შეიძლება კონკურენტ გუნდში არ უნდა გადასვლა ადამიანური ფაქტორის გამო. თუმცა ამის გამო არავინ არ დაძრახავს. თავის დროზე ბაიერნის რიგებში თამაშობდა
ვანჩოპე
26 თებერვალი 2024 21:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული