არც "ლივერპული" და არც "ლევერკუზენი" - ცნობილია, რომელი გუნდის ჩაბარება სურს ალონსოს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს გადაბირებას "ლივერპული" და "ბაიერნი" ეცდებიან.

მიუხედავად ამისა, გერმანული გამოცემა Fussball-ის ცნობით, დიდი შანსია, რომ ალონსომ "ლევერკუზენი" არ დატოვოს და შეთავაზებას მადრიდის "რეალისგან" დაელოდოს.

მოგეხსენებათ, "ბლანკოსის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ "რეალის" თავკაცი კარლო ანჩელოტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდულ კლუბს არ დატოვებს, თუმცა დიდი შანსია, რომ მომავალი სეზონი იტალიელი სპეციალისტისთვის "ბლანკოსში" ბოლო აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, ალონსოს გაწვრთნილი "ლევერკუზენი" 61 ქულით ლიდერობს.

alt"ბაიერნში" მიაჩნიათ, რომ ალონსოსთვის ბრძოლაში "ლივერპულს"

აჯობებენ

alt"ბაიერნი" ზაფხულში ტუხელის გაშვებასა და ალონსოს მიწვევას გეგმავს

altMarca: ხაბი ალონსო მომდევნო სეზონში "რეალს" ჩაიბარებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთი სეზონით ვერც ფეხბურთელს და ვერც მწვრთელს ვერ შეაფასებ..თუმცა ამ ტიპმა მაგარი შედეგები დადო..თან გერმანიის გიგანტ გუნდთან..არა მგონია რეალის ან ლივერპულის მოთხოვნებს გაუქაჩოს..აი ბაიერნში ადვილია სულ მცირე გერმანიის ჩემპიონობა..მერე გამოჩნდება რა დონეა..თუმცა კარგი მწვრთნელი უკვე არის..წარმატებები მას
კიეზა
11:59 27-02-2024
2
ტვინი თუ აქვს რეალში არ უნდა წავიდეს, ერთი ჩავარდნა და არავინ არ აპატიებს, ჯერ არა აქვს საიმისო გამოცდილებაც და ავტორიტეტიც
მამუკა
01:06 27-02-2024
4

სიახლეები პოპულარული