მოდრიჩი: ასეთი მატჩების მოგება "რეალის" დე-ენ-ემშია

AutoSharing Option
ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "რეალმა" "სევილიას" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. "ბლანკოსის" რიგებიდან გამარჯვების მომტანი გოლი 81-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა გაიტანა.

ვეტერანმა ხორვატმა ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ As-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ასეთი მატჩების მოგება მადრიდის "რეალის" დე-ენ-ემშია.

"როგორც ყოველთვის, არასდროს ვნებდებით, უამრავჯერ დავამტკიცეთ, რომ ეს მადრიდის "რეალის" დე-ენ-ემშია. გვინდოდა, რომ უფრო მშვიდად მოგვეგო, თუმცა ზოგჯერ ასე გამარჯვებაც მაგარი გრძნობაა", - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, 38 წლის ნახევარმცველს "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით, "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით
დატოვებს.

alt"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს" - მოდრიჩის მოულოდნელი გადაწყვეტილება

altმოდრიჩის მორიგი მიღწევა - ლუკამ 1997 წლის რეკორდი გააუმჯობესა

altმესამე ფეხბურთელი "რეალის" ისტორიაში - ლუკა მოდრიჩის მორიგი მიღწევა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული