კანისარესი: კურტუა მსოფლიოში საუკეთესოა, ლუნინმა "რეალი" უნდა დატოვოს

AutoSharing Option
"ვალენსიასა" და "რეალის" ყოფილმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა "ბლანკოსის" კარის დარაჯის ტიბო კურტუას შესახებ ისაუბრა.

კანისარესის თქმით, ამჟამად ბელგიელი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.

"ეჭვგარეშეა, რომ კურტუა მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, ის "რეალის" ლეგენდაა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულთან" გამარჯვების შემდეგ. თუმცა ტიბომ უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფორმაში დასაბრუნებლად დრო დასჭირდება.

ლუნინი? მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, თუმცა როცა კურტუა დაბრუნდება, არ ვფიქრობ, რომ უკრაინელი მას კონკურენციას გაუწევს.

ანდრეიმ საკუთარ მომავალზე უნდა იფიქროს, მას ბრწყინვალე მომავალი ელოდება და ნამდვილად უნიჭიერესი მეკარეა. ჯერჯერობით ლუნინი თავს ყველაფერს
ბრწყინვალედ ართმევს", - განაცხადა კანისარესმა As-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, კურტუამ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მყესის ტრავმა მიიღო, "რეალის" მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელიტის თქმით, ბელგიელ მეკარეს მოედანზე დაახლოებით 1 თვეში ვიხილავთ. 

altსანტიაგო კანისარესის შვილი გიორგის: "მამაჩემს ისე უყვარხარ, ოჯახში სულ შენზე ლაპარაკობს"

altსანტიაგო კანისარესი: თუ გიორგი ასე თამაშს გააგრძელებს, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდება

altკანისარესი მამარდაშვილს ისევ აქებს - კარში რომ დარჩენილიყო...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩასვეს ეს უკრაინელები მწყერის ბარტყებივით
aba ra
15:45 06-03-2024
0
საუკეთესო იყო,მაგრამ ახლა კონკურენცია უნდა დაძლიოს.ასეთ ფორმაში შესული მეკარის შემადგენლობიდან ამოგდება,ადვილი არ იქნება.კურტუას ფორმის და ჯანმრთელობის სწრაფ დაბრუნებას ვუსურვებ,მაგრამ იმ ფორმის ბოლომდე დაბრუნება,რაც ტრავმამდე ჰქონდა აკრეფილი,შესაძლოა ვეღარც შეძლოს.ლუნინმა დაამტკიცა,რომ დიდებული მეკარეა და ასე ადვილად,გვერდზე ვერ გადადებენ.თუ კურტუა აპრილში დაბრუნდა,მისი ძირითადში დაბრუნება,დიდწილად რეალის მაშინდელ სატურნირო მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.არა მგონია კურტუას დაყენება გარისკონ,თუ მეტოქეები ახლოს ეყოლება და ლუნინიც კარგ ფორმაში იქნა,ხოლო თუ ლუნინის ფორმასთან რაიმე ეჭვები გაჩნდა,ან რეალმა მდევრებს ბევრით გაუსწრო,მაშინ კურტუასაც მისცემენ შანსს.მეკარეების ცვლა,არავის უყვარს.
სოსო
22:42 03-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული