მატჩის შემდეგ "მანკუნიანელთა" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.
"სიტუაცია სწრაფად იცვლება. "ევერტონის" წინააღმდეგ კიდევ ერთი ფინალის ტოლფასი მატჩი გველოდება. ასეთ შეხვედრებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.
წელს შესამჩნევი პროგრესი გვაქვს. მეხუთე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რაც შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი აღმოჩნდეს", - განაცხადა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, "იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-6 ადგილზეა და მე-5 პოზიციაზე მყოფ "ტოტენჰემს" 6 ქულით ჩამორჩება.