"საკუთარი თავის აჩრდილია, ასე თამაში მიუღებელია" - იტალიელმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ფეხბურთელი გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონელო პერილიომ "ნაპოლისა" და "ტორინოს" (1:1) მატჩი შეაფასა.

მისი თქმით, მოედანზე საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, თუმცა პიოტრ ზელინსკის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.

"ნაპოლის" ამ თამაშის მოგება ძალიან სჭირდებოდა, კვარაცხელიამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა და გუნდს ულიდერა, თუმცა დაცვაში უყურადღებობამ ყველაფერი შეცვალა.

ზელინსკის თამაში არადამაკმაყოფილებელია, პოლონელი საკუთარი თავის აჩრდილია. ხვიჩა ნამდვილად საუკეთესო იყო და "ტორინოს" მცველებს მუდამ პრობლემებს უქმნიდა", - განაცხადა პერილიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 ადგილზეა.

altკალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის

გარეშე უნდა გავემზავროთ

altროგორი შეფასება მიიღეს კვარაცხელიამ და საზონოვმა

altხვიჩამ ისევ გაიტანა - "ნაპოლი" "ტორინოსთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
მარტო ზელინსკი? შემეცოდა ხვიჩა გუშინ, საერთოდ სხვები რას თამაშობენ ანგისა პასს ვერ აკეთებს 5 მეტრში, მეორე ტაიმში განსაკუთრებით მარტო ხვიჩა თამაშობდა, კარგი რა მართლა და მართლა
სიმართლე
11:39 09-03-2024
5
ხელფასის დაკლება მოსთხოვეს და საამისოდ,ბინძურ შანტაჟს უწევდნენ.აღარ ათამაშეს,ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდანაც ამოიღეს და რა საკვირველია,დე ლაურენტისი,ფეხებზე დაიკიდოს?ითამაშებს ასე,ნელა ნელა,ათამაშებენ>კარგია!არ ათამაშებენ და არც მაგაზე დაიგლეჯავს თმებს.დაისვენებს,ტრავმებს მოიშუშებს და მომავალ სეზონს,დასვენებული და ფეხბურთის თამაშს მოწყურებული შეხვდება,ახალ კლუბში!ვთქვათ და სამაგიეროს არ უხდის.ამ შემთხვევაშიც,მცირე სათამაშო დროის გამო,ფორმიდან ამოვარდნაა,სახეზე.მას გასაგებად უთხრეს,რომ აღარ დაეყრდნობიან და მანაც კონცენტრაცია დაკარგა.თუ კალცონამ მასთანაც შესძლო საერთო ენის გამონახვა,შესაძლოა მეტი ჟინით იმუშაოს და გუნდს დაეხმაროს,ჯერჯერობით კი,ვნახეთ,როგორც თამაშობს.
სოსო
11:15 09-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული