"იცით, კალცონასთან მუშაობამ რაში დამარწმუნა?" - კულიბალიმ "ნაპოლის" მწვრთნელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტი 2015/2018 წლებში მაურიციო სარის ასისტენტი გახლდათ.

კულიბალის თქმით, კალცონასთან მუშაობამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

"ნაპოლის" ჩავარდნა? ეს მოსალოდნელი იყო. სკუდეტოს მოგების შემდეგ იმავე დონეზე დარჩენა და ასპარეზობა ძალიან რთულია. "პარტენოპეის" სპალეტის მსგავსი სპეციალისტი სჭირდებოდა. სამწუხაროდ, გარსია და მაცარი ასეთები არ აღმოჩნდნენ.

მიუხედავად ამისა, დე ლაურენტისმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გუნდი კალცონას ჩააბარა. მის ხელში უამრავი კარგი ფეხბურთელი გაიზარ
და, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. მას და სარის უდიდეს პატივს ვცემ.

რამდენიმე წლის წინ გადაწყვეტილი მქონდა, რომ "ნაპოლიდან" აუცილებლად უნდა წავსულიყავი, თუმცა ფრანჩესკომ გადამაფიქრებინა. მან მკითხა, თუ რატომ მინდოდა კლუბის შეცვლა. ვუთხარი, რომ ეს სათამაშო დროის ნაკლებობის გამო მსურდა.

მან კი მითხრა: "თუ მე და სარის დაგვიჯერებ, ამ გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდები".

თავიდან ამ სიტყვების არ მჯეროდა, თუმცა კალცონამ ჩემ გამო ყველაფერი გააკეთა. მას მოთამაშეებთან ურთიერთობის უდიდესი ნიჭი აქვს", - განაცხადა კულიბალიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, სენეგალელი მცველი "ნაპოლის" ღირსებას 2014/2022 წლებში იცავდა, შემდეგ კი 33 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ჩელსის" შეუერთდა. კულიბალი ამჟამად "ალ ჰილალის" ღირსებას იცავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამისი კომენტარის გჯერავთ ახლა თქვენ? კალსონას რომ აქებს, რატომ მიატოვა?
შვეტე იასონ
16:31 11-03-2024
14
რას გავს ეს ოხერი?
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული