"მსურს თუ არა "ბაიერნში" დარჩენა?" - კიმიხმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბაიერნის" ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის თქმით, მიუნხენური კლუბის რიგებში ძალიან ბედნიერია, თუმცა არავინ იცის, მომავალში რა მოხდება.

"ბაიერნთან" ჩემი კონტრაქტი 2025 წელს იწურება. მინდა ამ კლუბს ყველაფერი მივცე, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.

რა თქმა უნდა, აქ ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა კიმიხმა.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კიმიხმა "ბაიერნის" მაისურით ჯამში 19 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკიმიხი პრემიერ ლიგაში? - იოზუას სერიოზული მსურველი ჰყავს

alt"ლივერპული" და

"მანჩესტერ იუნაიტედი" კიმიხის დამატებისთვის იბრძვიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული