"ბარსელონა" დიაშით დაინტერესდა, "ლივერპული" 120 მილიონ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ლივერპულის" შემტევის, ლუის დიაშის დამატებით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიური გამოცემა El Heraldo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის დეტალებზე უკვე ისაუბრეს და "მერსისაიდელებმა" კოლუმბიელი შემტევის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო მოითხოვეს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ლაპორტა ამ თანხის გადახდას დათანხმდება, "ლივერპული" ფეხბურთელის გასხვისებას უყოყმანოდ დათანხმდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში დიაშმა "წითლების" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია ნეტა იყიდოს ბარსამ. კვარა ლივერპულში არსენალში ან სიტიში წარმომიდგენია... მეტი სივრცე ექნება პრემიერლიგაში
0
ეს თუ 120 მილონი ღირს, რატომ არ უნდა ღირდეს 150 კვარა?
G.LA
20:16 12-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული