"ლილში" დაბრუნებაზე სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ..." - აზარმა გაამხილა, რატომ თქვა უარი ფეხბურთში დაბრუნებაზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა "ლილში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. ბელგიელის თქმით, კარიერის დასრულებამდე ფრანგულ კლუბში გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა მისმა სხეულმა ამის საშუალება არ მისცა.

"ლილი" ჩემი კლუბია, ერთადერთი ფრანგული კლუბი, სადაც თამაშს განვიხილავდი.

კარიერის დასრულებამდე დაბრუნებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო. ჩემი ოჯახი მადრიდში თავს შესანიშნავად გრძნობდა, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელი.

ერთი მხრივ, ეს შესანიშნავი იქნებოდა, რადგან აქ გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარვარ, თუმცა, მეორე მხრივ, ჩემი სხეული რეგულარულად თამაშის საშუალებას აღარ მომცემდა", - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, ედენმა კარიერა ოფიციალურად
2023 წლის ოქტომბერში დაასრულა.

altაზარი: ლუდი ძალიან მიყვარს, არდადეგებიდან წონის პრობლემით ვბრუნდებოდი

altკილიან აზარი - ჩემი ძმა ცხოვრებით ტკბება, მის ადგილას კარიერას დავასრულებდი

altროგორ შეუძლია გამოიყენოს ენრიკემ კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი - რას წერს იტალიური პრესა "ნაპოლის" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატზე


მკითხველის კომენტარები / 1 /
სხეული არა აზარ კუჭი ძმა კუჭი
ავლიპ ზურაბიშვილი
15:00 12-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული