კილიან აზარი - ჩემი ძმა ცხოვრებით ტკბება, მის ადგილას კარიერას დავასრულებდი

AutoSharing Option
"მოლენბეკის" ფეხბურთელმა კილიან აზარმა საკუთარი ძმის, ედენ აზარის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდში გადასვლას არ ჩქარობს. კილიანის თქმით, ედენი კვლავ მადრიდში ცხოვრობს და დასვენებით სიამოვნებას იღებს.

"ახლა ედენი მადრიდშია, მისი შვილები ამ ქალაქში სწავლობენ და ქალაქის შეცვლა არ სურთ. ვიცი რას აკეთებს ყოველდღე, ის ცხოვრებით ტკბება.
მის ადგილას რომ ვიყო, საფეხბურთო კარიერას დავასრულებდი, ვფიქრობ, მან ოჯახთან ერთად დროის გატარება დაიმსახურა", - განაცხადა აზარმა.

altაზარი კარიერას ასრულებს? - ბელგიელმა შესაძლოა, ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდოს

altაზარის პრემიერლიგური

შანსი - ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ბელგიელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე ალალი კაცი ფულიც არ უნდა თორემ ვინც საუდებში წავიდა იმათმა განა არ დაასრულეს კარიერა?!
:)))))))
13:37 10-10-2023
0
საკლუბო დონეზე მაინც მოიგო ტიტულები და ჩელსიში ლამაზი ეპოქა შექმნა
გოჩა
13:35 10-10-2023
0

სიახლეები პოპულარული