"თუ დე ლაურენტისი ამას გააკეთებს, "ნაპოლი" კვლავ წარმატებული კლუბი იქნება" - რას აცხადებს ფედელე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" დიდმა გულშემატკივარმა და ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ დე ლაურენტისი საკუთარ თავზე წინ კლუბის ინტერესებს დააყენებს, მაშინ "ნაპოლი" წარმატების მიღწევას კვლავ შეძლებს.

"შევძლებთ თუ არა "ინტერის" დამარცხებას? არ ვიცი, იმედია, ამას მოვახერხებთ, მაგრამ ძალიან რთული იქნება. "ნაპოლის" მომავალი შესაძლოა წარმატებული იყოს, თუ დე ლაურენტისი საკუთარ თავზე წინ კლუბის ინტერესებს დააყენებს. მას პატივს ვცემ, რადგან ჩემპიონობა მოგვიტანა, თუმცა სპორტულ დირექტორს მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს და ყველაფერს ერთპიროვნულად არ უნდა წყვეტდეს", -
განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ინტერის" მატჩი 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

alt"ბარსელონასთან" პენალტების სერია? - ფედელემ გაამხილა, ვინ შეიძლება შეასრულოს თერთმეტმეტრიანები

alt"კვარაცხელიაზე პენალტი არ იყო - "ნაპოლი" მოგებას არ იმსახურებდა" - ფედელეს და ალვინოს ალტერნატიული მოსაზრება

altფედელე: გოლი დე ლაურენტისმა გაუშვა; მერეტი უტყვია; კვარაცხელია?

alt"კვარაცხელიას მიმართ კალცონა დე ლაურენტისის მითითებით მოქმედებს - ფედელემ აურელიოს ცრუ უწოდა" - აჟიოტაჟი გრძელდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ!რომელიც არასოდეს მოხდება.მის ასაკში,ადამიანები აღარ იცვლებიან.
სოსო
09:50 16-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული