ოფიციალურად: "ლაციო" ტუდორმა ჩაიბარა

AutoSharing Option
"ლაციო" იგორ ტუდორმა ჩაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.

წყაროს ცნობით, ხორვატმა სპეციალისტმა "არწივებთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მუშაობას სულ მალე შეუდგება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას "ლაციო" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ მაურიციო სარიმ დატოვა.

ტუდორი ბოლოს "მარსელს" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი "გალათასარაის", "უდინეზეს", "ჰაიდუკს", "პაოკს", "ვერონასა" და "ქარაბუქსპორს" ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ არ იცი ნუ იაზვობ ერთი შენი ჭირიმე
ხაობიჭს
15 მარტი 2024 23:50
0
კაი რა ხაო ასე არ შეიძლება გადავვარდი სკამიდან რა ენა გაქვს შენმეისპეე ხაობიჭო
ხაობიჭს
15 მარტი 2024 15:47
2
ავარჯიშებდა რა ფიზკულტურის მასწავლებელი კი არ არის,წვრთნიდა.
ხაო
15 მარტი 2024 15:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული