სკანდალური ბრალდება აჩერბის - "ნაპოლის" მოთამაშე იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან პასუხს ითხოვს

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში "ინტერი" "ნაპოლის" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ერთმანეთს "პარტენოპეისა" და "ინტერის" ცენტრალური მცველები ხუან ჟესუსი და ფრანჩესკო აჩერბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

"გაიგონე, რა მითხრა? მან "ნიგერი" მიწოდა, ზომები მიიღე!" - მიმართა ჟესუსმა მთავარ არბიტრ ფედერიკო ლა პენიას. იტალიელმა მსაჯმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ჯერჯერობით უცნობია, დასჯიან თუ არა ფრანჩესკო აჩერბის.

"ნაპოლი" 45 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 30 მარტს საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" ჩაატარებს.

"ინტერი" 76 ქულით
პირველ ადგილზეა. "ნერაძური" 1-ელ აპრილს "ემპოლის" უმასპინძლებს.

alt"ნაპოლიმ" სტუმრად "ინტერთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
შავზე შავიაო და თეთრზე თეთრიო რომ იტყვი-რასისტი ხარ!მამა კაცია და დედა ქალიო-სექსისტი!ადრე ქალებს ვაჟკაცები მოწონდათ,ახლა ყურსაკიდებიანი,დუნდულმოთამაშე ცვედანები!კაცებს სათნო ქალები მოწონდათ,ახლა სიგარეტის სუნით აყროლებული,ნაკოლკიანი,ან თავ გადაპარსული ან ლურჯ-ყვითელ-მწვანე-წითელ თმაშეღებილი ალქაჯები,აბა ჰე, დამბლოკეთ!P.S. ,,ლიბერასტების ,, დიზლაიკებიც მკიდია:))
gurulo
21:23 18-03-2024
3
თეთრზე რომ თეთრია თქვა და შავზე შავიო რასიზმია,ფრანგს რომ ფრანგი დაუძახო,ბერძენს ბერძენი,თურქს თურქი ამაზე რა მოხდება ხომ ვერ მეტყვით?
Tazo
21:03 18-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული