ლაპორტა: მბაპე "რეალის" გასახდელში სიტუაციას გააფუჭებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კილიან მბაპეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

ლაპორტას თქმით, ფრანგი შემტევი "ბლანკოსის" გასახდელში სიტუაციას შეცვლის და ეს გუნდზე უარყოფითად აისახება.

"ჩემი აზრით, მბაპეს ყიდვის შემთხვევაში "რეალს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გაყიდვა მოუწევს და თუ ვისაუბრებთ ციფრებზე, მისი ტრანსფერი პერესს ძალიან ძვირი დაუჯდება და შესაძლოა, გასახდელში ატმოსფეროც გააფუჭოს. არის თუ არა კილიანის დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით საჩუქარი? - ასე ნამდვილად არ ვფიქრობ", - განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, მბაპემ "რეალთან" პირადი კონტრაქტის ყველანაირი დეტალი შეათანხმა და
ზაფხულში "ბლანკოსს" შეუერთდება.

altლაპორტამ გვარდიოლასთან კონსულტაცია გაიარა - პეპმა "ბარსელონას" პრეზიდენტს ახალი მწვრთნელი ურჩია

altდე ლაურენტისმა ლაპორტა რესტორანში დაპატიჟა და ფავორიტი დაასახელა

alt"ნაპოლი" სუპერლიგაში გაწევრიანდა, ინგლისური კლუბები საერთოდ არ მანაღვლებს" - რას აცხადებს ჟოან ლაპორტა?

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე დაიწყო ამან "კროჭობის" დათესვა.
ისე მაინც
11:13 22-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული