ალვინოს თქმით, მას ამჟამად კლუბის დასახელება არ შეუძლია, თუმცა აღნიშნავს, რომ "ნაპოლი" ნიგერიელის ტრანსფერიდან 120 მილიონ ევროს მიიღებს.
"ოსიმენმა ახალ კლუბთან უკვე ყველაფერი შეათანხმა, სხვათა შორის, ეს ყველაფერი აურელიო დე ლაურენტისთან ერთად მოხდა.
ვიქტორი "ნაპოლის" მხოლოდ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს, ფასის შემცირება შეუძლებელია.
კლუბი რომ დავასახელო, ეს უადგილო იქნება, რადგან ოსიმენმა ახლა მხოლოდ "პარტენოპეიზე" უნდა იფიქროს", - განაცხადა ალვინომ
შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" რიგებში 24 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ოსიმენის გარეშე? - როგორი იქნება "ინტერისა" და "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობები
ოსიმენის "ინტერთან" თამაში საეჭვოა - "ნაპოლი" უკვე ეძებს მის შემცვლელს