"ნაპოლიმ" "გალათასარაის" მცველთან კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "გალათასარაის" ცენტრალურ მცველთან, ვიქტორ ნილსონთან, პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი თურქული გამოცემა Fanatic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დანიელმა მცველმა საკუთარ კლუბს უკვე აცნობა, რომ ზაფხულში "პარტენოპეიში" გადაბარგება სურს.

გამოცემის ინფორმაციით, "გალათასარაი" 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა "ნაპოლის" მოთამაშის სანაცვლოდ ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებია.

ნელსონმა კარიერა "ნორდშელანდში" დაიწყო, შემდეგ "კოპენჰაგენს" შეუერთდა, საიდანაც 2 წელიწადში "გალათასარაიმ" 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Galatasarais "zamennshikit"dzlierdeba aurelio,ertxel kimma gaumartla da daiwyooo!!!
L.J .
14:17 02-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული