მოულოდნელად, ვარჯიშზე დაახლოებით 30-40 ფანი გამოჩნდა. ისინი ფეხბურთელებთან სასაუბროდ მივიდნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდად არ დასრულებულა.
გულშემატკივრებმა კლუბის მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყეს.
ფანების უკმაყოფილება კლუბის ბოლოდროინდელმა შედეგებმა გამოიწვია. სოსნოვეცის "ზაგლებიე" პოლონეთის მე-2 ლიგაში ბოლო ადგილზეა, ღრმა აუტსაიდერია და აქედანაც გავარდნა ემუქრება.
ინფორმაციისთვის, ხაცკევიჩი ვოლგოგრადის "როტორში" საბა კვირკველიას, ნიკა ყიფიანს, ზურიკო დავითაშვილსა და გიორგი არაბიძეს ავარჯიშებდა.