"კონტემ "ნაპოლისთან" ხელშეკრულება გააფორმა" - იტალიელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტის, მასიმო სპარნელის ინფორმაციით, ანტონიო კონტე სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ჩაიბარებს.

როგორც სპარნელიმ Tele A-სთან ინტერვიუში განაცხადა, "იუვენტუსისა" და "ჩელსის" ყოფილმა თავკაცმა "პარტენოპეისთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.

"რამდენიმე კვირის წინ დავწერე, რომ "ნაპოლის" იტალიანო ჩაიბარებდა, თუმცა შევცდი...

კონტეს შესახებ ინფორმაცია ტურინიდან მივიღე, ჩემმა მეგობარმა, რომლის სახელსაც არ ვიტყვი, თუმცა ძალიან სანდოა, დამირეკა და მითხრა, რომ კონტემ "ნაპოლისთან" ხელშეკრულება გააფორმა.

რატომ დათანხმდა ანტონიო დე ლაურენტისის წინადადებას? მან იცის, რომ "პარტენოპეი" ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელსაც ფულის დახარჯვა შეუძლია, კონტემ კლუბის პრეზიდენტისგან გარანტიები
მიიღო", - განაცხადა სპარნელიმ.

შეგახსენებთ, კონტე ბოლოს "ტოტენჰემს" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი - "არეცოს", "ბარის", "ატალანტას", "სიენას", "იუვენტუსს", იტალიის ნაკრებს, "ჩელსისა" და "ინტერს".

altდიდი ალბათობით, "ბაიერნს" კონტე ჩაიბარებს

alt"იცით, რომ "ტოტენჰემში" მე-4 ადგილზე გასვლას ზეიმობენ?" - კონტემ "დეზებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა

alt"მაცარი ზაფხულში აუცილებლად წავა; მოდით, კონტეზე ოცნებას თავი დავანებოთ" - რას აცხადებს ფედელე?

alt"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაპოლი ყოფილა ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელსაც ფულის დახარჯვა შეუძლია?!... დანარჩენები, ალბათ, ბიტკოინებით ვაჭრობენ, თუ პანჩურების სისტემაც ძალაშია?!... ისე, კონტე 9 მილიონს ითხოვდა წლიურად და სულ არ გამიკვირდება, ლაურენტისმა მაგ თანხის ნახევრის გადახდა რომ პანჩურებით შესთავაზოს...
დდდ
13:11 05-04-2024
8
გეუბნებოდი კარლსონა, მოგინელებს მეთქი ხვიჩა. არც წინა ორმა დამიჯერა. უნდა ილოცო სეზონი ჩაამთავრო, მთლიანად ხვიჩაზეა ეხლა დამოკიდებული ნაპოლის შედეგები.
ჩაო, კარლსონა
17:46 05-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული