წყაროს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი "პარტენოპეის" ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანაა, რომელსაც 24 წლის შემტევის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.
ძანიოლო ამჟამად "რომას" საკუთრებაა და ბირმინგემელთა ღირსებას იჯარის წესით იცავს.
ცნობილია, რომ თავად ნიკოლოს სერია A-ში დაბრუნება სურს და "ნაპოლიში" გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება.
შეგახსენებთ, ძანიოლომ მიმდინარე სეზონში "ასტონ ვილას" მაისურით 22 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.
ნიკოლო ძანიოლო კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს
"მილანი" ძანიოლოს დამატებას კვლავ ეცდება - ნიკოლო, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს