"ნაპოლის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე იტალიის ნაკრების გარემარბი იქნება

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ასტონ ვილას" გარემარბის ნიკოლო ძანიოლოს დამატებას ეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი "პარტენოპეის" ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანაა, რომელსაც 24 წლის შემტევის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.

ძანიოლო ამჟამად "რომას" საკუთრებაა და ბირმინგემელთა ღირსებას იჯარის წესით იცავს.

ცნობილია, რომ თავად ნიკოლოს სერია A-ში დაბრუნება სურს და "ნაპოლიში" გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

შეგახსენებთ, ძანიოლომ მიმდინარე სეზონში "ასტონ ვილას" მაისურით 22 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altსანდრო

ტონალი და ნიკოლა ძანიოლო ფსონების განთავსებაში ეჭვმიტანილები არიან - ორივე მათგანმა იტალიის ნაკრები დატოვა

altნიკოლო ძანიოლო კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

alt"მილანი" ძანიოლოს დამატებას კვლავ ეცდება - ნიკოლო, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
2 გოლი მაგარი შედეგია შემტევისთვის)))
ჯადო
16:47 06-04-2024
0
მაურინიოს და რომას ბრალია ეს ბიჭი რომ არ თამაშობს მაღალ დონეზე.
dato
16:41 06-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული