ესპანელი სპეციალისტის თქმით, ის ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალთან" დაპირისპირებაზე არ ფიქრობს, რადგან მის გუნდს ჩემპიონატში გამარჯვებების მოპოვება სჭირდება.
"ამ მომენტში "რეალთან" დაპირისპირებაზე არ ვფიქრობ, ჩემპიონატს რომ 18 ქულით ვლიდერობდეთ, მაშინ აუცილებლად ვიფიქრებდი, თუმცა მესამე ადგილზე ვართ. მართალია ლიდერს დიდი სხვაობით არ ჩამოვრჩებით, მაგრამ თუ ქულებს დავკარგავთ, შესაძლოა, ჩემპიონობის შანსი დავკარგოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 67 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ "ლივერპულს" 3 ქულით ჩამორჩება.
გვარდიოლას გრილიშის შემცვლელად კვარაცხელიას დამატება სურს
"იმედია, ჩვენთან დარჩება" - გვარდიოლამ სილვაზე ისაუბრა
გვარდიოლა: კლოპმა უკეთეს მწვრთნელად მაქცია, "მანჩესტერ სიტი" კი - უკეთეს გუნდად