კალცონამ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Dazn-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია.

"ნაპოლისთან" ჩემი კონტრაქტი ივნისში იწურება, იცით, რომ სლოვაკეთის ნაკრებთან შეთანხმება მაქვს. ნეაპოლი იყო და არის მთელი ჩემი ცხოვრება. მინდა, რომ აქაურობა გახარებულმა დავტოვო, რაც შეეხება დე ლაურენტისს, მას თანამშრომლობის გაგრძელება არ შემოუთავაზებია", - განაცხადა კალცონამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, "პ
არტენოპეი" მომდევნო ტურის მატჩს 14 აპრილს, "ფროზინონეს" წინააღმდეგ გამართავს.

altკალცონა: არ ვიცოდი, რამდენი ხანი შეეძლო "კვარას" თამაში - დაცვის პრობლემა გვაქვს

altდე ლაურენტისმა კალცონას დამამცირებელი შეთავაზება გაუკეთა

altკალცონა: რატომ დავაყენე რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად? - რაიმეს გაკეთება შეუძლებელია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული